ჩვენ შესახებ

მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ეთნოფესტი“ - სამხრეთ კავკასიაში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში მასშტაბური და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, კონფერენციას, ტრენინგებს, საჯარო პრეზენტაციებს, მასტერკლასებს და ბიზნეს შეხვედრებს.

 

ფესტივალი თავს უყრის დიზაინერებს, მეწარმეებს, ექსპერტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ მყიდველებს, დარგის სპეციალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და ქმნის დარგის ეკონომიკური მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე  ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის შესაძლებლობას. ყველა თბილისელისა და ჩამოსული სტუმრისთვის „ეთნოფესტი“ ქმნის ახალ ტურისტულ სანახაობას და დამსახურებულ ადგილს იკავებს მსგავს საერთაშორისო  გამოფენებს შორის.

 

ფესტივალის ორგანიზატორი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC)

 

სამიტის მიზნები:

 • მხატვრული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის ზრდის ხელშეწყობა

• პლატფორმაზე გაწევრიანებული დიზაინერების, ოსტატების წარმოჩენა და პოპულარიზაცია

• ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონტექსტში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში, ტრადიციული რეწვის როლის გაძლიერება

• ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ტრადიციული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა და პროდუქციის მარკეტინგის ხელშეწყობა

• დარგში ჩართული შემოქმედებისა და მწარმოებლების ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა

• ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებისა და ექსპოების ქსელებში სათანადო ნიშის დამკვიდრება

 

  „ეთნოფესტი გთავაზობთ: 

მონაწილეობა მიიღოთ ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო ექსპოში

მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგებში

მონაწილეობა მიიღოთ საკომუნიკაციო შეხვედრებში

დაფიქსირდეთ სამიტის კატალოგში

მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში ეთნოფესტის საუკეთესო სტენდი

 

ჩვენი გუნდი