ვიზიტორებისთვის

რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი“ 2024 წლის 11, 12 და 13 ოქტომბერს, უკვე მეხუთედ იმართება „ექსპო ჯორჯია“-ს მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში.

აქ გელოდებათ ცოცხალი და მეგობრული ატმოსფერო, მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქცია, საჯარო პრეზენტაციები, მასტერკლასები და სხვა.

ექსპოზე წარდგენილი იქნება მინის, კერამიკის, ტექსტილის, ლითონის და ხის  მრავალფეროვანი ნაკეთობები: სამკაული, სამოსი, აქსესუარები, ინტერიერის მორთულობა და სხვა მრავალი.

სამი დღის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ:

·       გაეცნოთ 150-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ოსტატის და დიზაინერის ნამუშევარს;

·       პირადად გაესაუბროთ უკვე ცნობილ და ასევე, ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს;

·       ეზიაროთ მხატვრული რეწვის ტრადიციულ და თანამედროვე ნიმუშებს;

·       აღმოაჩინოთ სწორედ თქვენთვის შექმნილი ნივთები;

·       შეიძინოთ უნიკალური ნამუშევრები პირდაპირ მწარმოებლებისგან.

ეთნოფესტი ასევე გთავაზობთ მოსინჯოთ თქვენი ძალები მხატვრული რეწვის სხვადასხვა დარგში და მონაწილეობა მიიღოთ გამორჩეული ოსტატების მასტერკლასებში.