მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის მე-5 საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გაიმართება კონკურსი „საუკეთესო სტენდი“.
„ეთნოფესტი 2024“-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში:
სტენდის საუკეთესო დიზაინი
შეფასების კრიტერიუმები: საგამოფენო სტენდის დიზაინი და ორიგინალური ექსპოზიცია; სტენდის დიზაინის შესაბამისობა ბრენდის იმიჯთან და წარმოდგენილ პროდუქციასთან.
საუკეთესო კომუნიკაცია
შეფასების კრიტერიუმები: მომხმარებელთან კომუნიკაცია, ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება, სარეკლამო მასალების ქონა (ბროშურები/კატალოგი/ სავიზიტო ბარათი).
ინოვაციური პროდუქტი
შეფასების კრიტერიუმები: ახალი ვიზუალური ესთეტიკა და ფუნქცია, ინოვაციური ტექნოლოგიის ან/და მასალების გამოყენება, ახალი მიდგომებისა და ტრადიციული რეწვის ორგანულად შერწყმა.
ტრადიციის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილი
შეფასების კრიტერიუმები: ტრადიციასთან კავშირი, შესრულების ხარისხი, ინოვაციური მიდგომების გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და უნარების გადაცემის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები.
საუკეთესო სტენდი - მთავარი პრიზი
ნომინაცია „საუკეთესო სტენდი“ აერთიანებს ოთხივე ნომინაციას და შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთხსენებულ ყველა კრიტერიუმს: სტენდის საუკეთესო დიზაინი, საუკეთესო კომუნიკაცია, ინოვაციური პროდუქტი, ტრადიციის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილი.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ღონისძიების დახურვის დღეს - 2024 წლის 13 ოქტომბერს.