მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2022“ საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში 14, 15, 16 ოქტომბერს გაიმართა.
ეთნოფესტი 2022-ში მონაწილეობდა შემოქმედებითი ინდუსტრიის ადგილობრივი და უცხოელი 170-მდე წარმომადგენელი - მეწარმეები, დიზაინერები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ტრადიციული რეწვის და ხელნაკეთი პროდუქციის ადგილობრივი და უცხოელი ოსტატები; მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის დიზაინის და რეწვის სფეროს წარმომადგენლები. გამოფენას სამი დღის განმავლობაში 12 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.
გამოფენის პარალელურად სამიტის პროგრამა დატვირთული იყო საგანმანათლებლო პროგრამებებით, ექსპოჯორჯიას სხვადასხვა პავილიონში ერთდროულად მიმდინარეობდა პროფესიული მასტერკლასები:
• ჩეხური მინის ნაკეთობების დამზადების მასტერკლასი. Rautis Family Company (სოფელი პონიკლა, ჩეხეთის რესპუბლიკა)
• თიხის ჭურჭლის ამოყვანის მასტერკლასი - ტატულაშვილების კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი (ქ. გორი,საქართველო)
• აბრეშუმზე ყალიბებით ბეჭდვის მასტერკლასი, კონულ ჰუსეინოვა, კომპანია Asmart Creative Hub (ქ. ბაქო,აზერბაიჯანი)
• ტავრიულ სტილში ღია ბარათების მოხატვის მასტერკლასი. ნატალია აკულენკო (სოფელი ჰალიცინოვე, მიკოლაევის რეგიონი, უკრაინა)
• ჯანსაღი კვების სპეციალისტის - ბოგდან ბოგდევისა და მისი გუნდის სემინარი ხორბლის ჯეჯილის მარგებლობის შესახებ (დობრუჯას რეგიონი, ბულგარეთი)
• „მატვიევსკური ბორშჩის” მომზადების მასტერკლასი უკრაინელი შეფებისგან (მიკოლაევის რეგიონი, უკრაინა)
სამიტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი „მხატვრული რეწვა და ადგილობრივი განვითარება: არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები“. (ჰიბრიდული ფორმატით).
ვორქშოფები, ტრენინგები, პრეზენტაციები:
„როგორ დავგეგმოთ მხატვრული რეწვის მასტერკლასი ტურისტებისთვის“. ვორქშოფს უძღვებოდა რეწვის ტურიზმის სპეციალისტი, ექსპერტი პალომა სუარესი (დიდი ბრიტანეთი).
„ციფრული მარკეტინგი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. ტრენინგს უძღვებოდა Google-ის სერტიფიცირებული ტრენერი, ნათია ჯინჯოლავა (საქართველო)
„ექსპორტის სახელმძღვანელო რეწვის სექტორისთვის“ - პრეზენტაცია. საქართველოს ტრადიცული რეწვის ასოციაცია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული რეწვის პროდუქციის მარკეტინგისა და ექპორტის პოტენციალის ამაღლება“ ფარგლებში.
გამოფენის პარალელურად მოეწყო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება:
„მომავალი არის ხელნაკეთი“ - ავტორი მაიკლ კუიჯპერსი, არქეოლოგი. ნიდერლანდები.
„ხელით შექმნილი კულტურა… თბილისური სახელოსნოების ისტორია“ - პროდუსერი ნეკა სებისკვერაძე, რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი.
„Crafting Europe საქართველო“ - შემოქმედებითი ევროპის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით, სტუდია „მელანოს” მიერ, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დაკვეთით.
„ტრადიციული საბრძოლო საჭურველის ოსტატი თეიმურაზ ჯალაღონია“ - ავტორი: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, 2021 წელს UNESCO-ს პროექტის „ძველი თბილისის ცოცხალი კულტურის ინვენტარიზაცია“ ფარგლებში.
ეთნოფესტი - 2022-ის მხარდამჭერები და პარტნიორები:
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროექტი Crafting Europe, ევროკავშირის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამა“, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, ჩეხეთის ცენტრი - თბილისი, გორის მუნიციპალიტეტის მერია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.