ეთნოფესტი 2020

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის III საერთაშორისო სამიტი ეთნოფესტი 2020“, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ფიზიკური სივრცის ნაცვლად, ელექტრონულ ფორმატში გაიმართა. 19 დეკემბერს, ეთნოფესტის ფეისბუქ გვერდზე სამიტის გახსნის ონლაინ ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც წევანდელ სამიტზე შერჩეული ოსტატების გარდა პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

2016 და 2018 წლებში გამართული I და II სამიტების გამოცდილებამ დაადასტურა ეთნოფესტის პოტენციალი ტრადიციული რეწვის დარგის, როგორც შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების და შემოქმედებითი ტრადიციების შენარჩუნების, ასევე ადგილობრივი ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით.

 

2020 წლის ელექტრონულმა "ეთნოფესტმა" რეწვის ოსტატებს, დიზაინერებს და მწარმოებლებს ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი ხელნაკეთი პროდუქციის წარდგენის უნიკალური შესაძლებლობა შეუქმნა. 

 

ახალ ფორმატს მორგებული სამიტის მიზანია გააძლიეროს დარგის ეკონომიკური პოტენციალი მასში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით. იგი ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: საგამოფენო/ექსპო და საგანმანათლებლო სივრცეებს. შესაბამისად, პროექტმა გააფართოვა სამიტის აუდიტორიის გეოგრაფია და, ფიზიკური პლატფორმის მსგავსად, შექმნა გამოფენაზე, ტრენინგებსა და საჯარო გამოსვლებზე ინტერნეტიდან წვდომის შესაძლებლობა.  

 

ეთნოფესტი 2020 

ეთნოფესტი 2020-ის გახნსა

 

 

 


ფოტო გალერეა