2016 წლის 23, 24, 25 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის- Investing in People- პროგრამის ფარგლებში განახორციელა ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი - „ეთნოფესტი 2016“. სამიტმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელნაკეთი ნივთების ფართომასშტაბიანი გამოფენის პირველი პრეცედენტი შექმნა და უმასპინძლა 116 მონაწილეს, 7 საერთაშორისო ექსპერტს და 10000- მდე ვიზიტორს. ადგილობრივ ოსტატებთან ერთად, სამიტზე მონაწილეობა მიიღეს არტიზანებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
საერთაშორისო ბაზარზე წვდომის და კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ექსპოს პრალელურად, სამიტის ფარგლებში გაიმართა პროფესიული ვორქშოფები, საკომუნიკაციო შეხვედრები, საჯარო ლექციები, პრეზენტაციები და სხვადასხვა აქტივობები.
საჯარო პრეზენტაციები:
ვორქშოფები:
ეთნოფესტზე ჩატარდა საუკეთესო სტენდის კონკურსი, რომელიც მოიცავდა 5 ნომინაციას: „საუკეთესო სტენდი“, „საუკეთესო ექპოზიცია“, „საუკეთესო კომუნიკაცია“ „ინოვაცია“, „ტრადიციების აღდგენა“. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება შედგა სამიტის დახურვის ცერემონიის დროს.
სამიტის თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, აშშ საელჩო საქართველოში, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი.