ექსპო

ექსპო მხატვრული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტის - „ეთნოფესტი“-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იგი ემსახურება მხატვრული რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და 3 დღის განმავლობაში ერთ სივრცეში უყრის თავს 150-ზე მეტ დიზაინერს, ოსტატს, საწარმოს, გალერეა/მაღაზიას.

ექსპო წარმოადგენს ტრადიციული რეწვის სფეროს ბიზნეს პლატფორმას, რომლის მიზანი მწარმოებლებს და კლიენტებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარების და მეწარმეთა ეკონომიკური მდგრადობის შესაძლებლობების შექმნაა. ექსპო ამავე დროს გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და შესაბამისად, წარმოადგენს სხვადასხვა გემოვნების, ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილ პროდუქციას.

ამასთან ერთად, ექსპო-ეთნოფესტი ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს მხატვრული რეწვის ორგანულ განვითარებას და წარმოაჩინოს  მხატვრული რეწვის როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ნიმუშები.

ექსპო ღიაა ადგილობრივი და უცხოელი მონაწილეებისთვის. დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ.