28, 29, 30 სექტემბერი, 2018

საწყისი      სამიტის შესახებ     მონაწილეობის პირობები    ვორქშოფები   პროგრამა     კონტაქტი

ENG

ვორქშოფები რეწვის ოსტატების, დიზაინერების, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისთვის

ვორქშოფი 1. ირენე ვერმეულენი (ჰოლანდია)
ირენე ვერმეულენი, ხალხური რეწვის ექსპერტი, „ეთნოფესტი-2018“-ში საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობს. მისი სპეციალიზაციაა ხელნაკეთი პროდუქციის დიზაინი. ირენე მუშაობს როგორც ოსტატებთან, ასევე რეწვის პროდუქციის მიმწოდებლებთან მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს იმპორტიორებსა და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებთან ევროპულ ბაზარზე.
ირენე ვერმეულენი ამსტერდამში ცხოვრობს და სახლისა და ინტერიერის დიზაინის ტენდენციების კვლევის მიზნით მუდმივად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მოსაზრებები ხშირად ქვეყნდება რუბრიკის სახით ჰოლანდიურ ჟურნალში Elle Decoration. ირენე ატარებს აგრეთვე ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან დარგობრივ ფორუმებზე, როგორებიცაა Heimtextil Frankfurt და Pantone.
ირენე ვერმეულენი გლობალური მიმწოდებლების ქოუჩია ექსპორტის, პროდუქციის განვითარებისა და ბიზნეს სტრატეგიის საკითხებზე. ბოლო წლებში ის მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში, მონღოლეთში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში.  ირენე 2001 წლიდან მუშაობს ხელნაკეთი პროდუქციის მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებზე. 2011 წელს ირენე ვერმეულენმა დააარსა ვებ გვერდი Craftscurator.com ხელნაკეთი და მდგრადი დიზაინის სფეროში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, რეწვის ოსტატების დახმარებისა და საერთაშორისო ბაზარზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
ირენე ვერმეულენის მიერ ჩატარებულ სამდღიან ვორქშოფზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* რეწვის პროდუქცია გლობალურ ბაზარზე: ექსპორტის საფუძვლები
* ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე;
* ბაზრის სეგმენტები და დისტრიბუციის არხები
* ხელნაკეთი პროდუქციის დიზაინის ტენდენციები 2019 წლისთვის.

ვორქშოფი 2. ლინდა გროსი (აშშ)
ლინდა გროსი ამერიკელი დიზაინერი და პროფესორი, ეკო-მოდის პიონერი და ESPRIT - ის ეკო-კოლექციის თანადამფუძნებელი, „ეთნოფესტი-2018“-ში საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობს.;
იგი 1990 -იანი წლებიდან ჩართულია ეკო-ტანსაცმლის ხაზის განვითარებასა და დამკვიდრებაში მოდის ინდუსტრიაში. ლინდა მსოფლიოს მასშტაბით ტოპ-10 მოდის რევოლუციონერთა შორისაა ვივიენ ვესტვუდთან, ფარელ უილიამსთან და სხვებთან ერთად; დღესდღეობით ლინდა გროსი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან Gap Inc, Levi Strauss and Co., UNDP, The Sustainable Cotton Project, Aid to Artisans და სხვები.
ლინდა გროსის მიერ ჩატარებულ სამდღიან ვორქშოფზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები;
* პროდუქციის განვითარების საჭიროებები და პერსპექტივები;
* პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, დიზაინი, ინოვაციური ტექნიკა;
* ბიზნეს მიდგომები ხალხური რეწვის პროდუქციის წარმოებაში.

 

მონაწილეობის პირობები
ვორქშოფში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ ტრადიციული რეწვის ოსტატებს, დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს - ყველა იმ ადამიანს, ვინც ან უშუალოდ ისარგებლებს მიღებული ცოდნით ან ვისაც, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, შეუძლია, გაავრცელოს ვორქშოფზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. სამუშაო ენაა ინგლისური; უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.

ვორქშოფზე დასწრების საფასური:
„ეთნოფესტი - 2018“-ის მონაწილეთათვის: 20 ლარი; ნებისმიერი სხვა მსურველისთვის: 150 ლარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი. თითოეული ვორქშოფისთვის შერჩეული იქნება 30 მონაწილე.
ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეებს, მათი საქმიანობისა და პროფილის მიხედვით, შეარჩევენ თავად უცხოელი ექსპერტები. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება  „ეთნოფესტი - 2018“-ის მონაწილეებს.  შერჩეული მონაწილეები მიიღებენ შესაბამის შეტყობინებას 2018 წლის 21 სექტემბრამდე.  მონაწილემ უნდა გადაიხადოს ტრენინგის საფასური შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

ვინაიდან ვორქშოფები ტარდება პარალელურად, თითო მონაწილე შეძლებს მხოლოდ ერთ ვორქშოფზე დასწრებას. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@gaccgeorgia.org ან ამობეჭდილი სახით მიიტანონ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ ოფისში: ნიკო ნიკოლაძის ქ. #7, თბილისი.

განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა

კარენ გიბსის საკონსულტაციო პროგრამა
ხალხური რეწვის მარკეტინგის ექსპერტი(აშშ)მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თანამშრომლობს ტრადიციული რეწვის ოსტატებთან, ეხმარება მათ პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანაში. ოცდახუთ წელზე მეტია, რაც კარენი ამ საქმიანობას ეწევა მსოფლიოს სამოცამდე ქვეყანაში. ის ByHand Consulting-ის თანადამფუძნებელია. ეს არის კომპანია, რომელიც ხელნაკეთი პროდუქციის ახალდაარსებულ საწარმოებს განათლებისა და მარკეტინგის პროგრამებს სთავაზობს. ByHand Consulting-ის მეთოდოლოგია ეხმარება ტრადიციული რეწვის ოსტატებსა და მეწარმეებს ახალი შესაძლებლობების მოძიებაში, გაყიდვებზე ორიენტირებული მარკეტინგული გეგმების შემუშავებასა და საქმიანობის გაფართოებაში.

კარენის საკონსულტაციო პროგრამა მიმართულია ამერიკულ ბაზარზე მორგებული პროდუქციის შექმნისა და ექსპორტის შესაძლებლობების შექმნაზე. მასში ჩასართველად გთხოვთ მოუსმინოთ ვიდეო-ტრენინგს და გამოაგზავნოთ შევსებული პროფილი (სასურველია ინგლისურად). პროფილების საფუძველზე კონსულტანტი ეთნოფესტის მიმდინარეობისას თავად შეარჩევს პროგრამის მონაწილეებს. პროფილების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

ჩამოტვირთეთ პროფილი ქართული ვერსია; ინგლისური ვერსია

უყურეთ კარენ გიბსის
ვიდეო-ტერნინგს