September 28, 29, 30, 2018

საწყისი      სამიტის შესახებ     მონაწილეობის პირობები    ვორქშოფები   პროგრამა     კონტაქტი

ENG

სამიტის საჯარო ღონისძიებების პროგრამა

გამოფენა - ექსპო
პავილიონები #4,5,6
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00

გამოფენები:
პავილიონი #5
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
* ტრადიციული რეწვის ისტორიული ნიმუშები და თანამედროვე დიზაინი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
* ქსოვილი საქართველოდან, საქართველოსხალოვნების სასახლე
* ეთნიკური ევოლუცია, ნაციონალური სამოსის სახლი

საჯარო პრეზენტაციები
პავილიონი #5

პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018

12:00 – 13:00 ტრადიციული რეწვისა და დიზაინის II საერთაშორისო სამიტის ოფიციალური გახსნა.
15:00 – 15:20 - კარენ გიბსი, ხალხური რეწვის მარკეტინგის ექსპერტი (აშშ), „ხალხური რეწვის პოპულარობა: ბაზრის შესაძლებლობათა მიმოხილვა საერთაშორისო ხელნაკეთი ბრენდებისთვის“ საჯარო პეზენტაცია.
16:00 – 16:20 – ირინა გიორგაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, პროექტის ხელმძღვანელი, „მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი“, საჯარო პრეზენტაცია. 
16:30 – 16:50 - პალომა სუარესი, რეწვის ტურიზმის სპეციალისტი (დიდი ბრიტანეთი), „ხალხური რეწვის ტურიზმი საქართველოში, მდგრადობა და განვითარება“, საჯარო ლექცია 
17:00 – 17:20 - თამარ კიკნაძე, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, ტრადიციული რეწვის მსოფლიო საბჭოს (World Crafts Council) წევრი. „ტრადიციული რეწვის მსოფლიო საბჭოს რეწვის ქალაქების პროგრამა. გაწევრიანების შესაძლებლობები“, საჯარო პრეზენტაცია 

შაბათი, 29 სექტემბერი, 2018

12:00 – 12:20 – ირენე ვერმეულენი, ტრადიციული რეწვის მარკეტოლოგი (ნიდერლანდები), „ხელნაკეთი დიზაინის ტენდენციები 2019 წლისათვის“, საჯარო პრეზენტაცია
13:00 – 13:20 - ირინა კოშორიძე, ხელოვნებათმცოდნე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, „მუზეუმი და ხალხური რეწვა“, საჯარო პრეზენტაცია. 
15:00 – 15:20 – ირინა საგანელიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პროექტის თანაავტორი. „ქსოვილები საქართველოდან“, საჯარო პრეზენტაცია 
16:00 – 16:20 – ჯანინ აალფსი, საცალო ვაჭრობის სპეციალისტი (ნიდერლანდები), „სამუზეუმო მაღაზიებისა დარეწვის ოსტატთ თანამშრომლობის შესაძლებლობები“, საჯარო პრეზენტაცია 
17:00 – 17:20 – ანდრეი გეორგესკუ, მარკეტინგის სპეციალისტი (რუმინეთი) "ტრადიციული ხელნაკეთი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე“, საჯარო პრეზენტაცია

კვირა, 30 სექტემბერი, 2018

12:00 – 12:20 - ლინდა გროსი, დიზაინერი (აშშ), „ხელნაკეთი სამყაროს მომავალი: ტენდენციები, საჭიროებები, პერსპექტივები“, საჯარო პრეზენტაცია 
15:00 – 15:20 – ზურაბ ფოცხიშვილი,ტრადიციული რეწვის ექსპერტი, „ტრადიციული რეწვა: წარსული და აწმყო",საჯარო პრეზენტაცია 
18:00- 19:00 – სამიტის დახურვა, კონკურსის „საუკეთესო სტენდი“ გამარჯვებულების გამოცხადება

 

 

 

 

 

 

ინფორმაცია მომხსენებლებსა და ექსპერტებზე

ლინდაგროსიდიზაინერი (აშშ) ეკო-მოდის პიონერი და ESPRIT - ის ეკო-კოლექციის თანადამფუძნებელი; 1990 -იანი წლებიდან ლინდა გროსე ჩართულია ეკო-ტანსაცმლის ხაზის განვითარებასა და დამკვიდრებაში მოდის ინდუსტრიაში და ის მსოფლიოს მასშტაბით მოდის ტოპ-10 რევოლუციონერთა შორისაა ვივიენ ვესტვუდთან, ფარელ უილიამსთან და სხვებთან ერთად.დღესდღეობით ლინდა გროსი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან Gap Inc, Levi Strauss and Co., UNDP, The Sustainable Cotton Project, Aid to Artisans და სხვები.

ირენე
ვერმეულენიმარკეტოლოგი  (ნიდერლანდები)ხელნაკეთი პროდუქციის დიზაინის სპეციალისტია. ის მუშაობს როგორც ოსტატებთან, ასევე რეწვის პროდუქციის მიმწოდებლებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს იმპორტიორებთან და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებთან ევროპულ ბაზარზე. ირენე ვერმეულენი ექსპორტის, პროდუქციის განვითარებისა და ბიზნეს სტრატეგიის ექსპერტია და 2001 წლიდან ხელნაკეთი პროდუქციის მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებზე მუშაობს. 2011 წელს ირენე ვერმეულენმა დააარსა ვებ გვერდი Craftscurator.com ხელნაკეთი და მდგრადი დიზაინის სფეროში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, რეწვის ოსტატების დახმარებისა და საერთაშორისო ბაზარზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 

კარენგიბსი, ხალხური რეწვისმარკეტინგისექსპერტი(აშშ)მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თანამშრომლობს ტრადიციული რეწვის ოსტატებთან, ეხმარება მათ პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანაში. ოცდახუთ წელზე მეტია, რაც კარენი ამ საქმიანობას ეწევა მსოფლიოს სამოცამდე ქვეყანაში. ის ByHand Consulting-ის თანადამფუძნებელია. ეს არის კომპანია, რომელიც ხელნაკეთი პროდუქციის ახალდაარსებულ საწარმოებს განათლებისა და მარკეტინგის პროგრამებს სთავაზობს. ByHand Consulting-ის მეთოდოლოგია ეხმარება ტრადიციული რეწვის ოსტატებსა და მეწარმეებს ახალი შესაძლებლობების მოძიებაში, გაყიდვებზე ორიენტირებული მარკეტინგული გეგმების შემუშავებასა და საქმიანობის გაფართოებაში.  

პალომასუარესი (დიდიბრიტანეთი) The Ancient Crafts of Georgia Tours-ის დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ინიციატივა საქართველოსთან დაახლოებას, ადგილობრივი რეწვის ოსტატების საქმიანობის შესწავლას, ქართული კულტურისა და სტუმართმოყვარეობის გაცნობას ემსახურება.  პალომა სუარესი ხელმძღვანელობს ასევე „ქართული ხალხური რეწვის ცენტრს“: ეს არის  პროექტი, რომელიც ქართული რეწვის შესწავლასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად და იკვლევს, თუ როგორ უნდა გადაეცეს ტრადიციული რეწვის ოსტატთა ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობებს. პალომა სუარესი პირველ, 2016 წელს ჩატარებულ „ეთნოფესტშიც“ მონაწილეობდა. წელს ის კვლავ ეთნოფესტის ექსპერტთა შორისაა და მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს ესაუბრება თემაზე „ტრადიციული რეწვის ტურიზმი საქართველოში. მდგრადობა და ზრდის შესაძლებლობები.

ჯანინაალფსი,  საცალოვაჭრობისსპეციალისტი (ნიდერლანდები)შესყიდვების, მარკეტინგისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი სპეციალიზაციაა კულტურული სფეროს პროდუქციის საერთაშორისო საცალო გაყიდვები. ჯანინი მუშაობს ამ დარგის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, აანალიზებს სამომხმარებლო ტენდენციებს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს პროდუქციის გამრავალფეროვნებისა და ბრენდის განვითარების მიზნით.

ანდრეიგეორგესკუ,მარკეტინგისექსპერტი (რუმინეთი) მარკეტინგის სპეციალისტია. ის ხელმძღვანელობს ბუქარესტში დაარსებულ სოციალურ საწარმოს, MBQ. მისი მიზანია, ახლებური შინაარსი შესძინოს ტრადიციულ რუმინულ და ბოშურ ხელნაკეთ პროდუქციას და შემოსავლის გენერირებაში დაეხმაროს მოწყვლად თემებს. ანდრეის დაფუძნებულია ასევე სოციალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა SVM GeorgesCo, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის ქვეყნებში სოციალური საწარმოების ხელშეწყობა მათი სავაჭრო პოტენციალის გაზრდისა და საზოგადოებრივი ზეგავლენის გაძლიერებისთვის. კომპანია SVM GeorgesCo ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ და სოციალურ ბიზნესებს და დამატებით ღირებულებას სძენს ორივე სფეროს. 
ირინა კოშორიძე, ხელოვნებათმცოდნე (საქართველო) ხელმძღვანელობს ერთ-ერთ უძველეს სამუზეუმო ინსტიტუციას საქართველოში - ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, რომელშიც დაცულია  ქართული და კავკასიური დეკორატიულ-გამოყენებითი  და ხალხური ხელოვნების ნიმუშები, ასევე თვითნასწავლ არტისტთა ნამუშევრების უმდიდრესი კოლექცია.
ირინა საგანელიძე, ხელოვნებათმცოდნე (საქართველო) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი და პროექტ „ქსოვილები საქართველოდან“ თანაავტორია. მას განხორციელებული აქვს არაერთი გამოფენა თანამედროვე და გამოყენებითი ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით.
ირინა გიორგაძე (საქართველო) კურირებს მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოში, „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
ზურაბ ფოცხიშვილი (საქართველო)ტრადიციული რეწვის ექსპერტი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. 1980 წლიდან დღემდე ის აქტიურად მუშაობს ქართული ხალხური რეწვის განვითარებაზე.  
თამარ კიკნაძე (საქართველო) 1998 წლიდან მუშაობს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ტრადიციული რეწვის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროგრამაზე. ის ცენტრის მიერ 2013 წელს ჩატარებული ტრადიციული რეწვის სექტორის კვლევის თანაავტორია.