28, 29, 30 სექტემბერი, 2018

საწყისი      სამიტის შესახებ     მონაწილეობის პირობები    პროგრამა     კონტაქტი

ENG

მონაწილეობის პირობები

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სამიტში მონაწილეობა შეუძლიათ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, დიზაინერებს, ტრადიციული რეწვის ოსტატებს, საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.

სამიტზე წარმოდგენილი პროდუქცია უნდა იყოს ხელნაკეთი ან ხელით დასრულებული.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

Expo-ს მონაწილე

სამიტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული ექსპოს მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა და ნამუშევრების 5 ფოტო (jpg. 72 dpi, ფოტომასალის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3 MB).

განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წ. 30 ივნისი
სტენდების შეზღუდული რაოდენობის გამო სამიტის საორგანიზაცო კომიტეტი მონაწილეებს შეარჩევს წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტაციის და განაცხადის ფორმების საფუძველზე, გაანცხადის შემოტანის თარიღის რიგითობის გათვალისწინებით.

შერჩეულ მონაწილეებს პასუხი ეცნობებათ 2018 წლის 15 ივლისამდე.

ექსპერტი, იმპორტიორი, მყიდველი

სამიტი ღიაა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, იმპორტიორების, მყიდველებისთვის. ექსპოზე შესვლა უფასოა, წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. საირგანისაზიო კომიტეტი ასევე გთავაზობთ უფასო შესაძლებლობას გააკეთოთ საჯარო პრეზენტაცია სტენდების ცენტრალურ სივრცეში. აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესების შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტს უნდა მიაწოდოთ პრეზენტაციის თემა და მოკლე ბიოგრაფია 2018წ. 30 ივლისამდე.

მონაწილეობის ღირებულება:

სარეგისტრაციო გადასახადი:   200 ლარი
სარეგისტრაციო თანხა ყველა მონაწილეს სრულად აუნაზღაურდება გრანტით.

ღირებულებაში შედის: ინდივიდუალური მოსაწვევის შაბლონი, კატალოგში ინფორმაციის განთავსება, სამიტის საზეიმო დახურვა, საკომუნიკაციო/საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა, საჯარო ლექციაზე დასწრება).

ფართი/სტენდი:
მინიმალური ფართი: 3 კვ.მ (6 კვ.მ-იანი სტანდარტული სტენდის ნახევარი) – 500 ლარი. საქართველოს მოქალაქეებს სტენდის ღირებულება ნაწილობრივ, 300 ლ. ოდენობით, აუნაზღაურდებათ გრანტით.
ღირებულებაში შედის 1 საზიარო მაგიდა, 1 სკამი, განათება, საერთო წარწერა ფრიზზე, პირადი წარწერა უშუალოდ სტენდზე, საზიარო ნაგვის ურნა.

6 კვ.მ-იანი სტანდარტული სტენდი 1 გახსნილი მხარით - 1000 ლარი
საქართველოს მოქალაქეებს სტენდის ღირებულება ნაწილობრივ, 600 ლ. ოდენობით, აუნაზღაურდებათ გრანტით. ღირებულებაში შედის 1მაგიდა, 2 სკამი, განათება, ბროშურის თარო, წარწერა ფრიზზე, ნაგვის ურნა

დამატებითი ყოველი 3 კვ.მ-ის ღირებულება - 500 ლარი.

დამატებითი აღჭურვილობის დაკვეთა შესაძლებელი იქნება სამიტის დაწყებამდე 1 თვით ადრე. ხელმისაწვლომი აღჭურვილობა და ფასები მოწოდებული იქნება დამატებით.

ტრენინგები:

ინფორაცია დაგეგმილი ტრენინგების და მონაწილეობის პირობების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით