28, 29, 30 სექტემბერი, 2018

საწყისი      სამიტის შესახებ     მონაწილეობის პირობები    ვორქშოფები    პროგრამა     კონტაქტი

ENG

სამიტის შესახებ

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2018“ არის დარგში ჩართული მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალების და დაინტერესებული საზოგადოების მეორე საერთაშორისო თავყრილობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

სამიტი წარმოადგენს საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანია სექტორის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის როლის წამოწევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

სამიტი მიზნად ისახავს:

* საფუძველი ჩაუყაროს  სამხრეთ კავკასიაში ტრდიციული რეწვის და დიზაინის მნიშვნელოვანი ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიზიდავს სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ და საერთაშორისო  მწარმოებლებს და საცალო თუ საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს.
* ხელი შეუწყოს  საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტრადიციული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდას, პროდუქციის მარკეტინგს და მწარმოემბლების ინტეგრაციას, როგორც  სამხრეთ კავკასიის ასევე  საერთაშორისო დონეზე.
* თბილისში ჩამოყალიბდეს ტრადიციული ფორუმი, რომელიც ჩაეწერება მსგავსი სასაჩუქრე საერთაშორისო გამოფენა/ბაზერობების სიაში.
*აამაღლოს ტრადიციული რეწვის როლი ტურისტულ ინდუსტრიაში.
*
შექმნას დამატებითი ატრაქცია დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმრებისთვის

სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

* ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო ექსპო
* საჯარო ლექციები და პრეზენტაციები
* საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები და კონსულტაციები  პროდუქციის განვითარების,  საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ
* საკომუნიკაციო შეხვედრები
* კონკურსი „საუკეთესო სტენდი“

ექსპოზე შესვლა და საჯარო ღონისძიებებზე დასწრება უფასოა!

 

ორგანიზატორები

სამიტის ორგანიზატორი -  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

მხარდამჭერები და თანაორგანიზატორები:
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თბილისის მერია, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ამერიკის საელჩო საქართველოში   და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები.